Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ წულუკიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ქალთა მეორე გიმნაზია. აკაკი ფაღავას თეატრალური სტუდიის დამთავრების შემდეგ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში მოღვაწეობდა. დაქორწინდა რეჟისორ სანდრო ახმეტელზე. განსაკუთრებული ტრიუმფი უცხოეთში ემიგრირებული გრიგოლ რობაქიძის "ლამარას" სცენურმა ვერსიამ მოუტანა, რომელიც სანდრო ახმეტელმა დადგა. საბჭოთა ხელისუფლებამ სპექტაკლი ნაციონალური სულის მკაფიო გამოხატულებად მიიჩნია, თუმცა სანდრო ახმეტელმა მოთხოვნის მიუხედავად, სპექტაკლი სცენიდან არ მოხსნა. ბერიას უშუალო ბრძანების საფუძველზე, 1930 წელს რუსთაველის თეატრი საზღვარგარეთ გასტროლებზე აღარ გაუშვეს. თამარ წულუკიძისა და სანდრო ახმეტელის ოჯახი საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი აღმოჩნდა. საბჭოთა რეჟიმმა სანდრო ახმეტელთან ერთად მისი მეუღლე თამარ წულუკიძეც დააპატიმრა. 1937 წელს სანდრო ახმეტელს - დახვრეტა, ხოლო თამარ წულუკიძეს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მათი რეაბილიტაცია 1956 წლის 11 თებერვალს საბჭოთა კავშირის უმაღესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ მოხდა. წყარო: gendermediator.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |