The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ თარხან-მოურავი

Date of birth:16 August, 1828
Date of death:6 April, 1900  (at 71 years)
Category:Nobleman, Engineer

Biography

დაამთავრა პეტერბურგის მიმოსვლის გზათა კორპუსის ინსტიტუტი.

მოღვაწეობდა XIX საუკუნის 50–60-იან წლებში თბილისსა და კავკასიაში. ხელმძღვანელობდა თბილისის ვორონცოვის (ახლანდელი ზაარბრიუკენის) სახელობის ხიდის მშენებლობას, 1852–1855 წლებში მიმოსვლის გზათა კორპუსის VIII ოლქის(თბილისში) ერთ-ერთ განყოფილებას. უფრო გვიან იყო ერევნის დისტანციის უფროსი, ხოლო 50–60-იანი წლების მიჯნაზე–სამუშაოთა უფროსი დაღესტნის ხაზზე. ააგო ექვსი ხიდი ალაზანზე. იყო ქუთაისის გუბერნიის არქიტექტორი (1869–1870), 1871 წლიდან მუშაობდა მოსკოვი–ბრესტის რკინიგზის ინსპექციაში. გზების მშენებელი ინჟინერი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.476


Share: