The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამირან ქარცივაძე

ამირან ქარცივაძე
დაბადების თარიღი:21 იანვარი, 1920
გარდაცვ. თარიღი:14 მაისი, 1989  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1948 წელს. 

1954 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გეოფიზიკის ინსტიტუტში (1972 წლიდან ატომური ფიზიკის სექტორის ხელმძღვანელია). 1966-1983წწ. ხელმძღვანელობდა აგრეთვე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სეტყვასაწინააღმდეგო სამსახურს; 1984 წლიდან საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის და გარემოს კონტროლის სამმართველოს. 128-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი, მათ შორის 2 მონოგრაფიის, აგრეთვე 25 გამოგონების ავტორი. მისი შრომები ძირითადად ეხება ატომური ფიზიკის საკითხებს. გეოფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1967). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია (1985).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ.,1986.-გვ.491

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1971-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1969 - სსრკ სახელმწიფო პრემია
    სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებისა და ჭურვების გამოყენებით სეტყვასთან ბრძოლის მეთოდებისა და საშუალებების დამუშავებისა და დანერგვისათვის
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: