შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომან ჭოხონელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ტბეთი, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის ქართული ცეკვის სტუდია 1921 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი(ეკონომიური). 1938–1939წწ. და 1946–1953წწ. იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტი; 1948–1979წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელი; 1959–1960წწ. ჩრდილოეთ ოსეთის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1952 წლიდან თბილისის პიონერთა სასახლის მთავარი ქორეოგრაფი; ხელმძღვანელობდა ანსამბლს "ცისარტყელა"; რეპერტუარი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდია: დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე" (1966), ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი: ზ. ფალიაშვილი "დაისი", ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე", დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე", ვლადიკავკაზში: ვ. დოლიძე "ქეთო კოტე"; ქართული ხალხური ცეკვების დადგმა: "ყაზბეგური", "აფხაზური", "ცერული", "კინტოური", "დავლური", "სამაია", "სამთა ლირიკული", "შეჯიბრი"; შექმნა მრავალი საბავშვო სიუჟეტური ცეკვა; ავტორია მეთოდური ნაშრომებისა ბავშვთა ქორეოგრაფიული აღზრდის საკითხებზე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 572 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |