The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რომან ჭოხონელიძე

რომან ჭოხონელიძე
ოფიციალური სახელი:რუბენ ჭოხონელიძე
დაბადების თარიღი:1 ოქტომბერი, 1921
გარდაცვ. თარიღი:18 თებერვალი, 1995  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ტბეთი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ქართული ცეკვის სტუდია 1921 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი(ეკონომიური).

1938–1939წწ. და 1946–1953წწ. იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტი; 1948–1979წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელი; 1959–1960წწ. ჩრდილოეთ ოსეთის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1952 წლიდან  თბილისის პიონერთა სასახლის მთავარი ქორეოგრაფი; ხელმძღვანელობდა ანსამბლს "ცისარტყელა"; რეპერტუარი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდია: დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე" (1966), ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი: ზ. ფალიაშვილი "დაისი", ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე", დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე", ვლადიკავკაზში: ვ. დოლიძე "ქეთო კოტე"; ქართული ხალხური ცეკვების დადგმა: "ყაზბეგური", "აფხაზური", "ცერული", "კინტოური", "დავლური", "სამაია", "სამთა ლირიკული", "შეჯიბრი"; შექმნა მრავალი საბავშვო სიუჟეტური ცეკვა; ავტორია მეთოდური ნაშრომებისა ბავშვთა ქორეოგრაფიული აღზრდის საკითხებზე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 572

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1969 - ჩრდილოეთ ოსეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: