შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ქაშაკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბაღდათი. დაამთავრა პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი 1913 წელს. მუშაობდა სხვადასხვა მეტალურგიულ საწარმოებში; 1943-1953წწ. იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მთავარი ინჟინერი, 1953-1967წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის შავი ლითონების მეტალურგიული კათედრის პროფესორი. 1947-1948წწ. ჩატარებული კვლევის შედეგად დაასაბუთა, რომ ტყიბულისა და ტყვარჩელის საბადოების ნახშირის გამდიდრება და მათგან კოქსის წარმოება ეკონომიკურად მიზანშეწონილია რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ამ კოქსის გამოსაყენებლად. მეტალურგი, საქართველოში თანამედროვე მეტალურგიული მრეწველობის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პროფესორი (1954). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.495 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |