შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ჭუმბურიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი 1967 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1971 წელს (საფორტპიანო), 1973 წელს (სადირიჟორო). 1970–2005წწ. იყო ქუთაისის ოპერის თეატრის დირიჟორი, პარალელურად საქართველოს ფილარმონიის დირიჟორი; 1986 წელს შედგა დებიუტი: ს. ცინცაძე სიმფონია N2, დ. თორაძე "ინტერმეცო", სენ–სანსი "ცხოველთა კარნავალი"(სოლისტები მ. ფანიაშვილი, მ. ალთუნაშვილი); ქართული რეპერტუარი: ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთრი", "დაისი", მ. ბალანჩივაძე "დარეჯან ცბიერი", ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე", ი. გოკიელი "ბროლის ქოში", "წითელქუდა", ო. თაქთაქიშვილი "მინდია"; პირველი შესრულება, ოპერები და ბალეტები: დ. თორაძე "ჩრდილოეთის პატარძალი"(1983, ქუთაისი), გ. ჩლაიძე "დარისპანის გასაჭირი"(1977, ქუთაისი), შ. დავიდოვ–დავითაშვილი "ვეფხი და მოყმე"(1978, ქუთაისი), ს. ცინცაძე ბალადა "არდავიწყება"(1986, ქუთაისი); ინსტრუმენტული კონცერტები: ი. ციცაძე კონცერტინო ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის (1995, თბილისი), ა. მაჭავარიანი კონცერტი ვიოლონჩელოსათვის (1995, თბილისი), ა. შავერზაშვილი სიმფონია N5(1995, თბილისი), შ. დავითაშვილი სიმფონიური პოემა "9 აპრილი", ფ. ღლონტი სიმფონია–კონცერტანტე ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის (1995, თბილისი); სხვა რეპერტუარი, ოპერები: ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი" (ქუთაისი), რახმანინოვი "ალეკო" (ქუთაისი); ბალეტები: გერშვინი "ცისფერი რაფსოდია", ჩაიკოვსკი "ფრანჩესკა და რიმინი", ბიზე–შჩედრინი "კარმენ სიუიტა", გუნო "ვალპურგის ღამე", ი. შტრაუსი "ცისფერი დუნაი", დ. შოსტაკოვიჩი "ქალიშვილი და ხულიგანი", ბეთჰოვენი უვერტიურა "ეგმონტი"; საოპერო და სიმფონიური ორკესტრების დირიჟორი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 573; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.362 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |