Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანატოლი ჭურღულია![]()
Biographyდაბადების ადგილი: წალენჯიხის რაიონი. დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი 1958 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1969 წელს (ვოკალური). 1969 წლიდან არის ქუთაისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტი, პარალელურად, იმავე წლიდან ქუთაისის უმაღლესი მუსიკალური კოლეჯის პედაგოგი, 2004 წლიდან დოცენტი, 2006 წლიდან პროფესორი; ქართული რეპერტუარი: მალხაზი, სტუმარი (ზ. ფალიაშვილი "დაისი", "აბესალომ და ეთერი"), პირველი მთქმელი, მაცნე (დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე", 1966, თბილისის კონსერვატორიის საოპერო სტუდია), კოტე (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), პრინცი (ი. გოკიელი "ბროლის ქოში"), პუშკინი (დ. თორაძე "ჩრდილოეთის პატარძალი"), არზაყანი (ო. თაქთაქიშვილი "მთვარის მოტაცება"), ორფეოსი (ბ. კვერნაძე "მედეა"); სხვა რეპერტუარი: ალფრედი (ვერდი "ტრავიატა"), ედგარი, არტური (დონიცეტი "ლუჩია დი ლამერმური"), დონ ბაზილიო (მოცარტი "ფიგაროს ქორწინება"), ტურიდუ (მასკანი "სოფლის პატიოსნება"), ალმავირა(როსინი "სევილიელი დალაქი"), არლეკინი (ლეონკავალო "ჯამბაზები"), ფლორესტანი (ბეთჰოვენი "ფიდელიო"), ლენსკი, ვოდემონი (ჩაიკოვსკი "ევგენი პნეგინი", "იოლანტა"), ახალგაზრდა ბოშა (რახმანინოვი "ალეკო"); 2014 წელს ქუთაისის ოპერის წინ გაიხსნა მისი ვარსკვლავი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.573; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.362 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |