Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეთერ ჭყონია-ლამორისი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1990 წელს(ვოკალური). 1982–1983წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობი; 1983–1984წწ. გუნდის მსახიობი; 1992 წელს ჩაირიცხა მადრიდის ვოკალის უმაღლეს სკოლაში, პარალელურად მასტერკლასები რ. სკოტოსგან, მოგვიანებით ვენაში, ცნობილი მომღერლისა და პედაგოგის რუტილდა ბიოშის კლასში დახვეწა ვოკალური ტექნიკა; დებიუტი შედგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დეზდემონას პარტიით(ვერდი "ოტელო") ზურაბ სოტკილავასთან ერთად; 1992 წლიდან მოღვაწეობს ესპანეთში; 2013 წელს ავსტრიის ქალაქ გრაცში დააარსა(ნ. ჭყონიასთან ერთად) ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი Academia Belcanto, კონკურსზე დაწესდა ზ. ფალიასვილის სახელობის პრემია; მართავს მასტერკლასებს ავსტრიაში, პორტუგალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, ჩინეთში, ჰონგ–კონგსა და უკრაინაში; მისი პარტნიორები არიან მსოფლიოში სახელმგანთქმული მომღერლები: ზ. სოტკილავა, ლ. ათანელი, პლასიდო დომინგო, ჯორჯო ზანკანა, კარლოს ალვარესი, კრისტა ლუდვიგი, ილდიკო რაიმონდი, ანგელიკა კირშლაგერი, ხოსე კარერასი, კრისტოფ ლოი, პაოლო კონი, ენრიკო სტინკელი, პაულ ადელმანი; დირიჟორები: დ. ბარენბოიმი, ა. ფიშერი, ი. ბაშმეტი; რეჟისორი ფ. ძეფირელი; მონაწილეობს მსოფლიოს პრესტიჟულ ფესტივალებში, გამოდის მსოფლიოს წამყვან სცენებზე; ქართული რეპერტუარი: მარეხი(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"), ქეთო(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"); სხვა რეპერტუარი: ვიოლეტა, ჯილდა, ოსკარი(ვერდი "ტრავიატა", "რიგოლეტო", "ბალ–მასკარადი"), ევრიდიკე(გლუკი "ორფევსი და ევრიდიკე"), ადინა, ლუჩია(დონიცეტი "სიყვარულის ნექტარი", "ლუჩია დი ლამერმური", 1999, "L'opera internazionale Milano"-ს მიერ აღიარებულია წლის საუკეთესო ლუჩიად), ჯულიეტა(გუნო "რომეო და ჯულიეტა", 1997, "Opera international Paris"-ის მიერ აღიარებულია წლის საუკეთესო ჯულიეტად), ელვირა, ჯულიეტა(ბელინი "პურიტანები", "მონტეკები და კაპულეტები"), ნედა(ლეონკავალო "ჯამბაზები", "ლა სკალა", ფრანკო ძეფირელის დადგმა), ლიუ(პუჩინი "ტურანდოტი"); 2012 წელს შვედეთის პრინცესა ქრისტინა მაგნუსის მიერ გადაეცა შვედეთის ხელოვნების სამეფო ოქროს ორდენი, "ჩვენი დროის უდიდესი მომღერალი"; საოპერო მომღერალ ლ. ჭყონიას ქალიშვილი და მოწაფე; საოპერო მომღერალი, სოპრანო. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 574 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |