Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ასლან ცივაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური და კვების ტექნილოგიის ფაკულტეტი 1966 წელს. 1965-1966 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასარგებლო წიაღისეულის დამუშავების კათედრის უფროსი ლაბორანტი, 1966-1970 წლებში - საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნ. კურნაკოვის სახელობის ზოგადი და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტის ასპირანტი, 1970 წელს - მოსკოვის ოპტიკურ-ფიზიკურ განზომილებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი, 1970-1974 წლებში - ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1975-1983 წლებში მუშაობს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნ. კურნაკოვის სახელობის ზოგადი და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად, 1983-1985 წლებში -ამავე ინსტიტუტის ფიზიკურ-ქიიურ კვლევათა სექტორის გამგე, 1982 წლიდან - თავისივე ჩამოყალიბებული ტუტე და იშვიათი ლითონების კოორდინაციული ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელია, 1999- 2002 წლებში - ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, 2002 წლიდან კი - რუსეთის ფედერაციის მეცნიერებათა აკადემიის ი. ფრუმკინის სახელობის ფიზიკური ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორი. მისი შრომები ეხება რამან-სპექტროსკოპიის გამოყენებას კოორდინაციული ნაერთების შესასწავლად; მისი ხელმძღვანელობით დამუშავებულია იზოტოპების განცალკევების ახალი ექსტრაქციული მეთოდები, რომელთა საფუძველზეც შეიქმნა ეკოლოგიურად სუფთა მაღალეფექტური ტექნოლოგიური პროცესების ფიზიკა-ქიმიური საფუძვლები და სხვა; მან შექმნა კრაუნ-ლიგანდების შემცვლელი ტუტე და იშვიათი ლითონების კოორდინაციული ქიმიის სამეცნიერო სკოლა. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მიღებული აქვს: სსრკ მინისტრთა საბჭოს I ხარისხის პრემია (1975), რუსეთის ფედერაციის მთავრობის პრემია (2002), რუსეთის ფედერაცის ღირსების ორდენი (2003). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.947; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.105; batumisskola2.blogspot.com Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |