The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან მიზანდარი

დაბადების თარიღი:12 მარტი, 1911
გარდაცვ. თარიღი:6 დეკემბერი, 1982  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:მოქანდაკე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1932 წელს.

იყო ი. ნიკოლაძის მოწაფე. მუშაობდა მონუმენტური და დაზგური ქანდაკების დარგში. მისი თაოსნობით ქუთაისში დაარსდა მხატვართა კავშირი და სამხატვრო ფონდი.  ნამუშევრები: "ლენინი სტუდენტობისას" (1937, ავტორის საკუთრება), "კოლხიდელი ქალიშვილი" (1939, მარმარილო), "ა. წერეთლის პორტრეტი" (1964, თაბაშირი), "მეფოლადე ნანიტაშვილი"(1952, ქვა), "შურისმაძიებელი" (1964, თაბაშირი- ყველა საქართველოს სსრ სურათების გალერეა, თბილისი); სუვოროვის (1945, ქვა, ლენინგრადი), ვ. მაიაკოვსკის (1953, ქვა, ქუთაისი) და ვ. კიკვიძის (1965, ბრინჯაო, თბილისი) მონუმენტები. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.679

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - საქართველოს სახალხო მხატვარი

გააზიარე: