შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი კვაჭაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი 1931 წელს. 1934-1946 წლებში საქართველოს მემინდვრეობის ინსტიტუტის დირექტორი იყო, 1955 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებოსტნეობის კათედრას ხელმძღვანელობდა. გ. კვაჭაძემ დაამუშავა ბოსტნეული კულტურების დამულჩვის წესი, თბილისის საგარეუბნო ზონაში შემოდგომაზე დარგული კომბოსტოს და დათესილი ხახვის აგროტექნიკა, დაადგინა შემოდგომა-ზამთრის ბოსტნის კულტურათა ასორტიმენტი და სხვ. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი (1961). აგრონომი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 491; წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 657 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |