| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მითრიდატე იბერიელი![]()
Biographyსომხეთის მეფე (35-51), იბერთა მეფე მითრიდატე I-ის ძე და მისი მომდევნო მეფის - ფარსმანის ძმა. პართიასთან ბრძოლაში რომაელებმა მას არაპირდაპირი დახმარება აღმოუჩინეს - რომაელთა სარდალმა ვიტელიუსმა ხმა გაავრცელა, თითქოს მესოპოტამიაში, პართიის სამფლობელოებში შეჭრას აპირებდა. პართიის მეფე არტაბან III იძულებული გახდა სომხეთი დაეტოვებინა. შედეგად სომხეთში მეფობა იბერიელ უფლისწულ მითრიდატს დარჩა (35). მალე იმპერატორი გაიუს კალიგულამ (37-41) მითრიდატე გამოიძახა რომში და ბორკილგაყრილი ციხეში ჩასვა. რომში, უეჭველია, შიშობდნენ იბერიის მეტისმეტ გაძლიერებას და არ შეეძლოთ დაეშვათ სომხეთის სრული დამორჩილება იბერიის სამეფოს მხრივ. რომაელებმა შემდგომ, როგორც ჩანს, მითრიდატე მაინც მიიჩნიეს სომხეთის ტახტის შესაფერ კანდიდატად, ამიტომაც იმპერატორმა კლავდიუსმა (41-54) იგი გაათავისუფლა და დააბრუნა სომხეთში ტახტის დასაკავებლად. მითრიდატე სომხეთში 47 კვლავ გამეფდა. სულ რამდენიმე წლის შემდეგ იბერიის მეფე ფარსმანმა, სურდა რა სომხეთის დაუფლება (ტაციტუსი), აშკარად დაუწყო ბრძოლა თავის ძმას. ფარსმანი მას რომაელების ღალატს აბრალებდა მაგრამ მითრიდატემ მოახერხა დაერწმუნებინა რომაელები, რომ ფარსმანი უფრო საკუთარი სამეფოს გაფართოებაზე ზრუნავდა, ვიდრე რომაელთა ინტერესების დაცვაზე. ფარსმანმა სიფხიზლის მოსადუნებლად ძმასთან გაგზავნა თავისი ვაჟი რადამიტი რომელმაც სომხეთში ყოფნა სომეხი დიდებულების გადასაბირებლად გამოიყენა. შემდეგ დიდი ლაშქრით თავს დაესხა მითრიდატს და გარნისის (გორნეის) ციხეში მოამწყვდია. მითრიდატე დანებდა და მოსალაპარაკებლად გამოცხადდა რადამისტთან. მან ფარსმანის განკარგულებით მითრიდატე და მთელი მისი ოჯახი ამოხოცა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.683; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

