შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კორნელი ქაცარავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხონი. 1905 წელს ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ ბოლშევიკურ რაზმს. 1913 წლიდან მისი მონაწილეობით შეიქმნა არალეგალური სტამბა ხონში. 1917 წელს იყო ხონის რაიონის ბოლშევიკური კომიტეტის თავჯდომარე. 1917 წლიდან მისი აქტიური მონაწილეობით ხონში ჩამოყალიბდა ახალგაზრდობის ორგანიზაცია '"სპარტაკი". არაერთხელ იყო დაპატიმრებული. 1921 წელს იყო ხონის რევკომის თავჯდომარე. 1923 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე. აქვს სტატიები და წიგნები მოზარდი თაობის აღზრდისა და სწავლების, საბჭოთა სახალხო განათლების სისტემის აქტუალურ პრობლემებზე. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში, პედაგოგი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.496 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |