Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელიზბარ თაქთაქიშვილი![]()
Biographyქართლის თავადი, 1765 წლის ერეკლე II-ის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მონაწილე. იყო ერეკლე II-ის მოწინააღმდეგე მსხვილი ფეოდალების ახლო ნათესავი – ელიზბარ თაქთაქიშვილის მეუღლე მარიამი გივი ამილახვრის შვილი იყო, ხოლო ასული თინათინი – აღნიშნული შეთქმულების ერთერთი აქტიური წევრის დავით ბატონიშვილის (აბდულაბეგის ძის) ცოლი. შეთქმულების დამარცხების შემდეგ ელიზბარ თაქთაქიშვილს ყმა-მამული ჩამოართვეს და სიკვდილით დასაჯეს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.481
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |