შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ თაქთაქიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1970 წელს. სადიპლომო ნაშრომი შეასრულა იენის(გერმანია) სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1969 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დოცენტი; 1994–1995წწ. – პროფესორი; 1995 წელს საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში. მუშაობდა აიოვას უნივერსიტეტში, სხვადასხვა კომპანიაში უფროს მეცნიერ-მკვლევრად, ნაციონალურ გამოთვლით ცენტრში – სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში პროექტების დირექტორად. 2012 წელს დაბრუნდა საქართველოში. მუშაობდა (European School) ქიმიის მასწავლებლად და სამედიცინო აკადემიაში ბიოქიმიის მიწვეულ პროფესორად ინგლისურენოვან სექტორში. კვლევის ძირითადი მიმართულებაა ნუკლეინის მჟავების ქიმია. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო შრომა წამყვან საერთაშორისო ჟურნალებში. ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1994). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.481; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.77 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |