Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბესარიონ ქებურია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ჩხოროწყუ. 1898 წელს პეტერბურგში ჩააბარა გამოცდები და მიიღო რკინიგზის უფროსი ტექნიკოსის წოდება. მუშაობდა ორენბურგ-ტაშკენტის, ბორჯომისა და ყარსის რკინიგზის ხაზების მშენებლობაზე (1905). 1908 წელს პირველად იფრინა საკუთარი კონსტრუქციის პლანერით თბილისში (საბურთალო). 1910 წელს პარიზში მიიღო ავიატორის დიპლომი. ამავე წელს ჩაატარა საჩვენებელი გაფრენები ვარშავაში, მოსკოვში, სარატოვში, თბილისსა და სხვა ქალაქებში. "ბლერიო XII-ის" ბაზაზე ააგო საკუთარი კონსტრუქციის მონოპლანი (1910), რითაც 1911 წლის 22 ნოემბერს თბილისში იფრინა 31 წუთი. 1912 წელს მოახდინა სარეკორდო გაფრენა (ავიდა 1500 მ-ზე). 1913 წელს ჩაატარა რამდენიმე საჩვენებელი გაფრენა თბილისში. 1914 წელს თბილისიდან ქუთაისში გადაფრინდა და სურამის უღელტეხილს 2000 მ სიმაღლეზე გადაუფრინა. შემდეგ იფრინა ხონში, სამტრედიაში, ახალსენაკში, სოხუმში. 1923 წელს მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა საჰაერო ტრასა თბილის-ბაქო, თბილის-სოხუმი, მოსკოვი-თბილისი, თბილისი-ქუთაისი-ბათუმი. ამავე წელს აირჩიეს "საჰაერო ფლოტის მეგობართა საზოგადოების" თავჯდომარედ. თბილისში ერთ-ერთი ქუჩა მისი სახელობისაა. მისი ძეგლი დადგმულია ჩხოროწყუში და თბილისის აეროპორტში. პირველი ქართველი მფრინავ-კონსტრუქტორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.497; zneoba.ge; რადიო თავისუფლება: radiotavisupleba.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |