The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მითრიდატე VII

სხვა სახელი:მირდატი
დაბადების თარიღი:04??
გარდაცვ. თარიღი:0438
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ქართლის მეფე 426–438. მეფე არჩილის ძე, ვახტანგ გორგასლის მამა. "ქართლის ცხოვრება" მირდატს მოიხსენიებს როგორც ქრისტიანული ეკლესიის ერთგულ მსახურს. იგი ებრძოდა სპარსელებს. მირდატს მოიხსენიებს "მოქცევაჲ ქართლისაჲს" ქრონიკაც. მან ცოლად შეირთო ქართლისა და ალბანეთის მარზპანის, ბარზაბოდის ასული საგდუხტი. ქორწინების შემდეგ მირდატმა მამისგან მიიღო სამშვილდე საერისთავო ქვეყნით. საგდუხტი გაქრისტიანდა და ააგო სამშვილდის სიონი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.683; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge


გააზიარე: