შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომან მიმინოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სუჯუნა, აბაშის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1952 წელს და ასპირანტურა 1955 წელს. 1958 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1974 წლიდან საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის კულტურის განყოფილების გამგის მოადგილეა; პირველი ლექსი 1945 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი "ელადის მუზა" (ანტიკური ბერძნული პოეზიის ანთოლოგია) -1963 წელს; მასვე ეკუთვნის ნაშრომები "იოანე დამასკელის "გარდამოცემის" ქართული თარგმანები" (1966), "მოძმე ლიტერატურათა მეგობრობა" (1972, რუსულ ენაზე; თანაავტორი ი. ბოგომოლოვი), "გვიამბობს მოხუცი ჰომეროსი" (1978), იუმორისტულ ნაწარმოებთა კრებული "ბურთი ჩვენი არსობისა" (1970); ქართულად თარგმნა ვერგილიუსის "ენეიდა" (1976) და ჰომეროსის "ილიადა" (1979); საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1998წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. უფლებამოსილება შეუწყდა გარდაცვალების გამო. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიების ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1968). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.702; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.256 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |