Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ცხაკაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1914 წელს. 1932-1946წწ. ერთდროულად იყო თბილისის სამედიცინო და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის სამხედრო-საველე კათედრის გამგე; 1944 წლიდან გარდაცვალებამდე განაგებდა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ორთოპედიის კათედრას; სსრკ-გერმანიის ომის პერიოდში იყო სპეციალიზებული ევაკოჰოსპიტლების კონსულტანტი; 1932 წელს რესპუბლიკურ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა საქართველოში პირველი ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური კათედრა, რომლის ბაზაზე 1946 წელს დაარსდა ორთოპედიისა და აღდგენითი ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სამამულო ომის ინვალიდებისათვის, რომლის დირექტორი იყო 1950 წლამდე; შეისწავლა თეორიული და კლინიკური ქირურგიის ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის , აგრეთვე დესმურგიისა და სხვა საკითხებს, შემოიღო პოლიომიელიტის ნარჩენი მოვლენების ოპერაციული მკურნალობის ორიგინალური მეთოდები; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; გამოჩენილი ორთოპედ-ტრავმატოლოგი, მეცნიერული ორთოპედიის ფუძემდებელი საქართველოში; პროფესორი (1935); მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. სადისერტაციო თემა - "ქუსლის ძვლის დახურული მოტეხილობა" (1949). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.952 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |