Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსი მინდაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ერკეთი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1932 წელს. 1942 წელს მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. 1943-1945 წლებში იყო საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს სამკურნალო-პროფილაქტიკური სამმართველოს უფროსი, 1945-1949 წლებში საქართველოს სსრ ჯანდაცვის მინისტრის I მოადგილე, 1954-1966 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის პროფესორი. 1966 წლიდან კი ამავე კათედრის გამგე. იგი შეისწავლიდა ნერვული სისტემის ინფექციურ, ტრამვულ და სისხლძარღვოვან პათოლოგიურ პრობლემებს. ფართოდ იყენებდა კვლევის ფიზიოლოგიურ მეთოდებს. აღწერა ახალი სიმპტომი ლუმბო-საკრალური რადიკულიტის დროს და სხვა. ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1954). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.708 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |