Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბაგრატ შინქუბა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჭლოუ, ოჩამჩირის რაიონი. დაამთავრა მ. გორკის სახელობის სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი 1939 წელს. 30-იან წლებიდან აქვეყნებს ლექსებს, პოემებს, მოთხრობებს, რომლებიც გამოირჩევიან ეროვნული თვითმყოფადობით, ჩანაფიქრის სიცხადით, სტილის სისადავით. მათ შორის აღსანიშნავია რომანი ლექსად "ჩემი თანამემამულენი" (1950), პოემა "კლდის სიმღერა" (1965, ქართული თარგმანი 1968) და სხვა. უბიხების ტრაღიკულ ისტორიას გადმოგვცემს მისი ვრცელი ეპიკური ტილო-რომანი "უკანასკნელი უბიხი" (1974, ქართული თარგმანი 1977, 1981). 20-იან წლების აფხაზეთის სოფელში სოციალისტურ გარდაქმნებს მიუძღვნა მწერალმა რომანი "გაპობილი ქვა" (1982). აფხაზი მწერალი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11 .-თბ., 1987.-გვ.5 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |