The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან კვერენჩხილაძე

დაბადების თარიღი:23 იანვარი, 1902
გარდაცვ. თარიღი:8 იანვარი, 1985  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხორეთი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1928 წელს.

დიდი სამამულო ომის დროს (1941-1945) იყო საველე ჰოსპიტლის მთავრი ქირურგი. 1952-1960 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს მთავარ ქირურგად, ხოლო 1968-1974 წლებში იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის გამგე, 1974 წლიდან კი ამავე კათედრის კონსულტანტი. ვ. კვერენჩხილაძე იკვლევდა გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოების დაავადებებსა და მათი მკურნალობის მეთოდებს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1951), პროფესორი (1955). ქირურგი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 494; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 660

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1940-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: