შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევ ძეკონსკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ალექსანდროპოლი, ახლანდ. გიუმრი, სომხეთი. დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტი 1957 წელს და საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. თამაშობდა თბილისის არმიელთა გუნდში ("ტოდო"); 1942 წლიდან მუშაობდა მწვრთნელად; 1950-1977წწ. წვრთნიდა საქართველოს ქალთა ნაკრებს და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქალთა გუნდს, რომელიც ორჯერ - 1965 და 1966 წლებში - გახდა სსრკ ჩემპიონატის მეორე პრიზიორი; მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგედ; სპორტის სახეობა: კალათბურთი; საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.955; http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=259&info_id=1626; http://ru.wikipedia.org/wiki/Дзеконский,_Лев_Викторович ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |