The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სილიბისტრო ჯიბლაძე

სილიბისტრო ჯიბლაძე
Other name:"ს"  (Pseudonym)
"სილვა"  (Pseudonym)
Date of birth:1859
Date of death:17 February, 1922  (at 63 years)
Burial location:ლურჯი მონასტრის ეზო, თბილისი
Category:Political Leader, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: ოზურგეთის მაზრა.

დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი 1878 წელს; სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

1884 წელს სემინარიიდან გარიცხეს რუსი რექტორის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის და 2 წლით დისციპლინარულ ბატალიონში გაამწესეს; 1894 წლის 7 მაისს ეგნატე ნინოშვილის  დასაფლავებაზე წარმოთქვა ნოე ჟორდანიას მიერ მომზადებული "მესამე დასის" პროგრამა; მონაწილეობდა 1905-1907 წლების რევოლუციაში; იყო ქართველი სოციალ-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი და კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსის, გენერალ გრიაზნოვის მკვლელობის ორგანიზატორი (1906); თანამშრომლობდა გაზეთებში: "სხივი", "განთიადი", "ელვა"; რევოლუციის შემდეგ ჯიბლაძე "ლიკვიდატორებს" მიემხრო. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დააპატიმრეს და დახვრიტეს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,1987.-გვ.563; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.141

Member of Organizations

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საქართველოს დამფუძნებელი კრება, წევრი (1918-1921)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს მენშევიკების პარტიის ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტი, წევრი
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა "მესამე დასი", დამფუძნებელი წევრი
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი

Share: