Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კარლო ჩხეიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ფუთი, შორაპნის მაზრა. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო უკრაინაში; 1887 წელს იგი გარიცხეს ნოვოროსიიკის უნივერსიტეტიდან, და სწავლა განაგრძო ხარკოვის ვეტ-ინსტიტუტში თავისუფალი მსმენელის რანგში, საიდანაც, დაუზუსტებელი ინფორმაციით, 1888 წელს გარიცხეს რევოლუციური იდეების გამო. 1892 წელს გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე, სხვებთან ერთად ჩამოაყალიბა სოციალ-დემოკრატიული ჯგუფი "მესამე დასი", შემდგომში ეს ჯგუფი გადაიქცა მძლავრ პარტიულ ორგანიზაციად; 1917 წლის თებერვლის რევოლუციიდან ოქტომბრის რევოლუციამდე პერიოდში პეტერბურგის, ხოლო შემდეგ სრულიად რუსეთის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს თავმჯდომარეობდა. ამ პერიოდში საბჭო იყო ამიერკავკასიის დროებითი მმართველი ორგანო; 1918 წლიდან გახდა ახლადარჩეული საკანონმდებლო ორგანოს, ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე, ხოლო ამავე წლის 26 მაისიდან - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან კარლო ჩხეიძე ეროვნული საბჭოს, ანუ პარლამენტის თავმჯდომარედ დარჩა; 1919-1920წწ. იმყოფებოდა საზღვარგარეთ, პარიზის საზავო კონფერენციაზე, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, სადაც მან ოფიციალურად დააყენა საქართველოს ცნობისა და მისი ერთა ლიგაში გაწევრიანების საკითხი; 1921 წელს ბოლშევიკური რუსეთის მიერ განხორციელებულმა საქართველოს ანექსიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და მასთან ერთად, კარლო ჩხეიძეც იძულებული გახადა საზღვარგარეთ ემიგრაციაში გადახვეწილიყო, სადაც მან გააგრძელა აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა. საყურადღებოა მისი შრომები: "მარქსიზმი და ლენინიზმი" , "ბოლშევიზმის დახასიათება" , "ხუთი წელია ბოლშევიკები აბედნიერებენ საქართველოს" , სხვადასხვა წერილები, სადაც იგი ეხმაურება საქართველოში 1924 წელს მომხდარ აჯანყებას, ბოლშევიკების რუსიფიკატორულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ, საქართველოს სოციალურ მდგომარეობას და სხვა უამრავი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჩანაწერი. კარლო ჩხეიძის მოღვაწეობის დოკუმენტური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივში. წყარო: ენციკლოპედია ბრიტანიკა: britannica.com; ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ.172 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |