Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნატო ჭყონია-ნიკოლი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. კიევი. დაამთავრა ბათუმის მუსიკალური სასავლებელი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1979 წელს(საფორტეპიანო), 1984 წელს(ვოკალური). 1984 წლიდან იყო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სოლისტი(მეცო–სოპრანო) და კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული მუსიკალური სკოლის პედაგოგი; 1990–1991წწ. გაიარა სტაჟირება მოსკოვის დიდ თეატრში; 1986–1991წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1992–1995წწ. საოპერო ხელოვნების დაოსტატების კურსები გაიარა: კრ. ლუდვიგი, რ. სკოტო; 1992 წლიდან მოღვაწეობს ავსტრიაში, ვენაში გამოდიოდა სოლო კონცერტებით "ვენის აკადემიის" ორკესტრთან, ამავე წლიდან იყო ქ. გრაცის საოპერო თეატრის წამყვანი სოლისტი; 1996 წელს მიანიჭეს ავსტრიის მოქალაქეობა ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის; გამოდის მსოფლიოს წამყვან საოპერო სცენებზე: ლა სკალა, ბერლინის, დრეზდენის, ფლორენციის, ვენის; 1994–2008წწ. გამოდიოდა ევროპის უმნიშვნელოვანეს საოპერო ფესტივალებზე: ზალცბურგის, ბად–ხერსფელდის, მიორბიშის; 2001 წლიდან არის გრაცის კონსერვატორიის პროფესორი, 2005 წლიდან ვოკალური განყოფილების გამგე; 2013 წელს ავსტრიის ქ. გრაცში დააარსა(ე. ჭყონიასთან ერთად) ვოკალისტთა საერთაშორისო ფესტივალი Academia Belcanto, რომელის ფარგლებში ტარდება საერთაშორისო კონკურსი, აგრეთვე მასტერკლასები და გალაკონცერტები მსოფლიოს გამოჩენილი მომღერლების მონაწილეობით; არის Academia Belcanto-ს ვიცეპრეზიდენტი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 2014 წელს კონკურსზე დაწესდა ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემია; ქართული რეპერტუარი: ნანო, ეთერი, ნათელა(ზ. ფალიაშვილი "დაისი", "აბესალომ და ეთერი"); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები: ო. თაქთაქისვილის, ა. მაჭავარიანის. ა. და მ. ბალანჩივაძეების, რ. ლაღიძის რომანსები; სხვა რეპერტუარი: კარმენი(ბიზე "კარმენი"), ოქტავიანი, კომპოზიტორი, ჰეროდიადა(რ. შტრაუსი "ვარდების კავალერი", "არიადნა ნაქსოსზე", "სალომე"), დალილა(სენ–სანსი "სამსონი და დალილა"), ორფეოსი(გლუკი "ორფეოსი და ევრიდიკე"), ლოლა, ლუჩიას დედა(მასკანი "სოფლის პატიოსნება"), შარლოტა(მასნე "ვერტერი"), სუძუკი(პუჩინი "ჩიო–ჩიო–სანი"), მინონი(ტომა "მინონი"), ფენენა, ამნერისი, ემილია, აზუჩენა, მადალენა(ვერდი "ნაბუქო", "აიდა", "ოტელო", "ტრავიატა", "რიგოლეტო"), ბრანგენა, ვალტრაუტა, ფრიკე(ვაგნერი "ტრისტან და იზოლდა", "ვალკირია"), ოლგა, ლარინა, გუვერნანტი ქალი, პოლინა(ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "პიკის ქალი"), აგრეთვე დვორჟაკის, მოცარტის, ვერდის "რეკვიემი", მალერის N2, N3 სიმფონიები; გასტროლები: მრავალი საკონცერტო ტურნე მსოფლიოს წამყვან საოპერო დარბაზში; მიღებული აქვს კარმენის პარტიის საუკეთესო ინტერპრეტაციისათვის პრესტიჟული პრემია (გერმანია, 1994). საოპერო მომღერალ ლ. ჭყონიას ქალიშვილი და მოწაფე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 575
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |