The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეონიდ ძეკონსკი

ლეონიდ ძეკონსკი
დაბადების თარიღი:27 იანვარი, 1907
გარდაცვ. თარიღი:14 მარტი, 1981  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მწვრთნელი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ყარსი, თურქეთი. 

საქართველოდან პირველმა მოიპოვა ჭიდაობაში სსრკ ჩემპიონის ტიტული 1935 წელს; თავისუფალ ჭიდაობაში სსრკ ჩემპიონატების მეორე (1948)  და მესამე (1947) პრიზიორი. სსრკ ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო საბჭოთა გუნდის პირველ უცხოურ (თურქეთის) ტურნეში (1935); განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწია როგორც მწვრთნელმა, აღზარდა მოჭიდავეთა მრავალი თაობა; მისი აღზრდილები არიან, გივი კარტოზია და ომარ ეგაძე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; სპორტის სახეობა: ბერძნულ-რომაული ჭიდაობა.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.956; http://sok.ge/ge/ძეკონსკი-ლეონიდ/

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1947 - სსრკ ჩემპიონატი, მესამე პრიზიორი
  • 1937 - სსრკ ჩემპიონატი, მესამე პრიზიორი
  • 1936 - სსრკ ჩემპიონი
  • 1935 - სსრკ ჩემპიონი
  • სსრკ დამსახურებული მწვრთნელი
  • სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

გააზიარე: