შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ წერეთელი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1973 წელს. 1973-1979წწ. მუშაობდა თბილისის ვაჭრობის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1979 წელს - თბილისის ხე-ტყის წარმოების, ხოლო 1980-1987წწ. - ხილბოსტანვაჭრობის ბაზის დირექტორად; 1987 წელს ჩამოაყალიბა აგროსამრეწველო ფირმა "სამგორი", ხოლო 1994 წელს მის საფუძველზე - "ჯგუფი სამგორი-94", რომლის პრეზიდენტიც თვითონ იყო; 2001 წლიდან შპს "საქართველოს თამბაქოს წარმოების" გენერალური დირექტორი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.960 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |