შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ხამაშურიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზია და მუსიკალური სასწავლებელი; 1925–1928წწ. სწავლობდა ჯერ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(ვოკალური), შემდეგ 1928 წლიდან ლენინგრადის კონსერვატორიაში(ვოკალური). მღეროდა კ. მაღრაძის გუნდში; 1926–1972წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი(ბანი); მოსკოვში ქართული ხელოვნების დეკადის მონაწილე (1937, 1958); ქართული რეპერტუარი: ცანგალა, ენგიჩარი(ზ. ფალიაშვილი "დაისი", "ლატავრა"), მაკარი(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), მგოსანი(დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე"), როსტომ–ბრძენი(გრ. კილაძე "ბახტრიონი", 1936, პრემიერა), ნაკაშიძე–ვეზირი, მეფე გიორგი(მ. ბალანჩივაძე "დარეჯან–ცბიერი"), ალისკანტი(ი. გოკიელი "პატარა კახი", 1943, პრემიერა), მამამზე, როსტევანი(შ. მშველიძე "დიდოსტატის მარჯვენა", "ამბავი ტარიელისა"), ამილახვარი(გრ. კილაძე "ლადო კეცხოველი"), ალმასხანი(ა. ბალანჩივაძე "მზია", 1949, პრემიერა), მინდია(შ. აზმაიფარაშვილი "ხევისბერი გოჩა"), არწივი(ა. ანდრიაშვილი "ჩხიკვთა ქორწილი", 1954, პრემიერა), მახრების მეფე(ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები"); სხვა რეპერტუარი: მეფე(ვერდი "აიდა", 1934, ქართულ ენაზეც), კარდინალი(ჰალევი "რახილი"), მარსელი(მეიერბერი "ჰუგენოტები"), ვარლაამი(მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი", 1945). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 577 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |