The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით წერეთელი

დავით წერეთელი
Date of birth:1 May, 1905
Date of death:30 July, 1976  (at 71 years)
Category:Geologist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჯვარისა, ონის მაზრა.

დაამთავრა ქ. ონის შრომის სკოლა და ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ამბროლაურის რაიონში; 1934 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოლოგიის სპეციალობით. ამავე დროს ჩააბარა გეოგრაფიის სპეციალობით გათვალისწინებული ყველა განსხვავებული საგანი.

მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გეოლოგიურ განყოფილებაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1936-1942წწ. ამ განყოფილების გაგმეა; 1942-1946წწ. იყო წითელი არმიის რიგებში; 1943-1945წწ. მივლინებით იმყოფებოდა ირანში, სადაც ასრულებდა გეოლოგიურ სამუშაოებს; 1946 წლიდან კვლავ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გეოლოგიურ განყოფილებაშია, ხოლო 1951 წლიდან ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. წლების განმავლობაში იყო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1930-1940წწ. ხელმძღვანელობდა ალპინისტურ ასვლებს მყინვარწვერზე (ხუთგზის), იალბუზზე (დას. მწვერვალი), ნაჰარზე, სოფრუჯუზე, ედენაზე, ულუყარაზე, სპარტაკსა და სხვამწვერვალებზე; შუა აზიის მაღალმთიანეთში მოგზაურობასა და კვლევით მუშაობას მიუძღვნა სპეციალური ნაშრომი. მას ერთ-ერთ პირველს მიენიჭა სპორტის ოსტატის წოდება ალპინიზმში. 1935, 1937, 1938 წლებში სწავლობდა კავკასიონის სამხრეთ ფერდის თანამედროვე მყინვარების მდგომარეობას და მეოთხეული დროის გამყინვარების საკითხებს. გარკვეული წვლილი შეიტანა საქართველოს ნეოგენური ნალექების შესწავლისა და სტრატიგრაფიული დანაწილების საქმეში. მის სადოქტორო ნაშრომში დეტალურადაა გაშუქებული პლეისტოცენური ნალექების გენეტური ტიპები და მათი ურთიერთკავშირი; მოცემულია ცალკეული გენეტური ტიპის სტრატიგრაფიული დანაწილება და ასაკი, აღდგენილია საქართველოს მეოთხეული პერიოდის პალეოგეოგრაფიული სურათი. გამოქვეყნებული აქვს 120 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც მთავარი ადგილი უჭირავს საქართველოსა და კავკასიის მეოთხეული პერიოდის ნალექებს, მათი სტრატიგრაფიის, ტექტონიკის, პალეოგეოგრაფიის, გეომორფოლოგიის და გლაციოლოგიის საკითხებს. ნაშრომები გამოქვეყნებულია საზღვარგარეთაც (აშშ, ინგლისი, საფრანგეთი, პოლონეთი და სხვ.). გარდა ამისა, გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პოპულარული ხასიათის სტატიები და ნაშრომები. მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მან საფუძველი ჩაუყარა მეოთხეული პერიოდის კვლევას, გლაციოლოგიისა და გამოყენებითი გეომორფოლოგიის საგნების სწავლებას. იყო ინიციატორი გეოგრაფიის ინსტიტუტში მეოთხეული გეოლოგიის განყოფილების ჩამოყალიბებისა, რომელსაც ხელმძღვანელობა 15 წლის განმავლობაში. მანვე საფუძველი ჩაუყარა ინსტიტუტში გლაციოლოგიურ კვლევას. იყო სხვადასხვა დროის საერთაშორისო და საკავშირო ეროვნული კომიტეტის წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მთამსვლელი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1965).

საკანდიდატო დისერტაციის თემა: "ჩრდილო ირანის დაავლეთი ნაწილის გეომორფოლოგიური მიმოხილვა". დაიცვა 1948 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა: "საქართველოს პლეისტოცენური ნალექები". დაიცვა 1965 წელს.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.962; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,1987.-გვ. 306; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.293-294

Member of Organizations

  • სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების სამეცნიერო საბჭო, წევრი (1964-)

Awards and Honors

  • 1952 - საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography


Share: