შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი თედეევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი 1971 წელს. 1943–1966 წლებში მოღვაწეობდა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში, როგორც ოსური ხალხური ცეკვების სოლისტ-შემსრულებელი, ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი. პარალელურად, 1948–1952 წლებში იყო ჯავის რაიონის თვითმოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელი, 1954–1955 წლებში–ცხინვალის კულტურის სახლის დირექტორი, 1957 წლიდან–საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული აკადემიური ანსამბლის (ხელმძღვ. ი. სუხიშვილი და ნ. რამიშვილი) სოლისტი–მოცეკვავე. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ოსური ლირიკული ცეკვის "ხონგაქავთის" (ცეკვა "მიპატიჟება") მაღალპროფესიული შესრულებით. მაღალი ოსტატობა, მოხდენილი სვლა, მკაცრი, თავშეკავებული პლასტიკა საშუალებას აძლევდა გიორგი თედეევს შეექმნა ამა თუ იმ ხალხური ცეკვის დასამახსოვრებელი, საინტერესო ვარიანტი. 90-იანი წლებიდან საცხოვრებლად გადავიდა ცხინვალში. მისი სახელი მიენიჭა ცხინვალის №1 მუსიკალურ სკოლას (2014). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.641; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.70 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |