Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგო თედორაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვაბღა, ახლანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი 1947 წელს. 1970 წლიდან იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ი. ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სელექცია-გენეტიკის განყოფილების გამგე, 1975 წლიდან–ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სელექციის დარგში, 1976–1992 წლებში იყო ამიერკავკასიის სელექციური ცენტრის მეცნიერ-ხელმძღვანელი. მისი ინიციატივით საქართველოში შეიქმნა ინდუცირებული მუტაგენეზის სკოლა. სერგო თედორაძემ გამოიყენა ატომური იზოტოპები მცენარეთა სელექციაში, შექმნა სასოფლო-სამეურნეო კულტურების 18 ჯიში. ავტორია მონოგრაფიული ნაშრომებისა მცენარეთა სელექცია-გენეტიკაში. მიღებული აქვს სახელმწიფო, მათ შორის საბრძოლო ჯილდოები. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1986). სწავლული აგრონომი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.642 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |