The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ევგენი გეგეჭკორი

ევგენი გეგეჭკორი
Date of birth:1 February, 1881
Date of death:5 June, 1954  (at 73 years)
Category:Public official, Political Leader

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მარტვილი.

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია 1902 წელს, სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1906 წელს.

1903-1904წწ. იგი აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ მოძრაობაში; არჩეული იყო მე-3 მოწვევის სახელმწიფო დუმის ქუთაისის გუბერნიის დეპუტატად და სისტემატიურად თანამშრომლობდა ლეგალურ სოციალ-დემოკრატიულ გამომცემლობებთან; იყო სდ ფრაქციის ერთ–ერთი ლიდერი; 1917 წლის თებერვლის რევოლუციის პერიოდში დაინიშნა ქუთაისის გუბერნიის დროებითი მთავრობის კომისარად, აგრეთვე, იყო ამიერკავკასიის მენშევიკ-ესერთა პირველი მოწვევის ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარე. 1917 წლის 28 ნოემბრიდან იყო ამიერკავკასიის კომისარიატის (სეიმი) პირველი თავმჯდომარე. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში იგი აქტიურად იბრძოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ. 1918 წლის 2 ივნისს დაინიშნა დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად, ხოლო 1919 წლის 12 მარტის დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, დაიკავა ჯერ საგარეო საქმეთა, ხოლო შემდეგ - 1921 წელს - იუსტიციის მინისტრის პოსტი; 1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მენშევიკურ მთავრობასთან ერთად დატოვა საქართველო. 1921 წლიდან თეთრი ემიგრანტი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3.-თბ., 1978.-გვ. 30; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბლოგი: pirvelirespublika.blogspot.com

Member of Organizations

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1903-)

Share: