The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ წითლანაძე

Date of birth:1925
Date of death:1998  (at 73 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1947 წელს.

1947 წელს დაიწყო სამეცნიერო მოღვაწეობა ი. კონიაშვილის სახ. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წყალტუბოს ფილიალში; 1964-1975წწ. იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორი; 1976 წელს - ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში ართროლოგიური, ხოლო 1978 წლიდან - რევმატოლოგიური განყოფილების გამგე; ამ განყოფილების ბაზაზე მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით 1979 წელს შეიქმნა რესპუბლიკური სამეცნიერო-ორგანიზაციული ცენტრი - საქართველოში პირველი სპეციალიზებული სამეცნიერო ქვედანაყოფი ამ დარგში, რითაც საფუძველი ჩაეყარა ქართულ ეროვნულ მეცნიერულ რევმატოლოგიურ სკოლას; მისი ხელმძღვანელობით საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში დაარსდა რევმატოლოგიის კათედრა; 1983 წლის  მისი ძალისხმევით შეიქმნა საქართველოს რევმატოლოგთა ასოციაცია, რომელიც 1985 წლიდან გაწევრიანდა ევროპულ ანტირევმატულ ლიგაში; მისი მეცნიერული შრომები ეხება ძირითადი რევმატული დაავადებების (ოსტეოართროზი, რევმატოიდული ართრიტი, ბეხტერევის დაავადება, რევმატიზმი, სისტემური წითელი მგლურა და სხვა) დიაგნოსტიკასა და მკურნალობას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; 1998 წლიდან მისი სახელობისაა რევმატოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი; რევმატოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1974). 2017 წლის 28 აპრილს, ქ. თბილისში, ხეივნის II ქუჩას მიენიჭოს აკადემიკოს, რევმატოლოგ ვლადიმერ წითლანაძის სახელი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.964

Member of Organizations

  • საქართველოს სამედიცინო აკადემია, წევრი (1994-)

Awards and Honors

  • 1990 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Share: