The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსი შიუკაშვილი

ალექსი შიუკაშვილი
სხვა სახელი:ალექსი შიუკოვი
დაბადების თარიღი:3 მარტი, 1893
გარდაცვ. თარიღი:9 დეკემბერი, 1985  (92 წლის ასაკში)
კატეგორია:მფრინავი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა გატჩინის ოფიცერთა საავიაციო სკოლა 1914 წელს

გიმნაზისტმა შიუკაშვილმა 1908 წელს 5 მაისს რუსეთის იმპერიაში პირველმა იფრინა თავისი კონსტრუქციის პლანერით. აფრინდა მახათის მთიდან (თბილისი). 1912 წელს შექმნა ორიგინალური კონსტრუქციის თვითმფრინავი "უტკა", შემდეგ მოქანავე ფრთებიანი საცდელი თვითმფრინავი. მან პირველმა მსოფლიოში შექმნა და გამოიყენა სამთვლიანი შასი (წინა თვალი ასაკეცი ჰქონდა). შიოშვილი I მსოფლიო ომის მონაწილეა, გიორგის ჯვრის კავალერი. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იყო მოსკოვის დაცვის ავიაციის უფროსი, კავკასიის არმიის საჰაერო ფლოტის უფროსი. სამოქალაქო ომის პერიოდში ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთისა და თურქესტანის ფრონტის ავიაციას. 1923 წელს დაბრუნდა თბილისში. იგი იყო ამიერკავკასიის აეროფლოტის დაარსების ინიციატორი და მისი ხელმძღვანელი. 1941-1945 წლებში, დიდი სამამულო ომის პერიოდში ხელმძღვანელობდა სამხედრო-საჰაერო ძალების (სსძ) ობიექტების დაცვას. ომის შემდეგ იყო სსძ შტაბის სარედაქციო-საგამომცემლო განყოფილების უფროსი, მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტის (მაი) სამხედრო კათედრის მასწავლებელი. არის მრავალი სტატიისა და წიგნის ავტორი ავიაციის დარგში. სამამულო ავიაციის ერთი პიონერთაგანი და პირველი ქართველი მფრინავი, ავიაციის პოლკოვნიკი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.9

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1943-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: