Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტარიელ ჭანტურია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სუფსა, დღევანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალ "ცისკრის" რედაქციაში, გამომცემლობა "მერანსა" და "ნაკადულში", საქართვეოს მხატვრული თარგმანის სარედაქციო კოლეგიაში, მწერალთა კავშირში ლიტერატურულ კონსულტანტად; 1994 წლიდან ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა; პირველი ლექსი "ნადირობა" გამოაქვეყნა 1951 წელს ჟურნალ "დროშაში", პირველი კრებული "ლტოლვა" გამოვიდა 1964 წელს; მთავარი პოეტური კრებულებია: "საქანელა", "დასასრული", "გაღმა ნაპირი", "თაფლობის საუკუნე", "სტრესები და სიტყვები", "სიყვარული-რეფრენი", "რჩეული", "მწერლის წითელი წიგნი", "გული მარჯვნივ", "ახალი მთვარე", "ორტომეული", "კოლხური კაპრიჩიო" და სხვა; გამოცემული აქვს წერილებისა და ესეების სამი წიგნი ("ყულაბა სავსე ოცნებით", "დინოზავრიდან დიზაინამდე", "გაყიდე სამოსელი და იყიდე მახვილი"), აგრეთვე საყმაწვილო ლექსების რამდენიმე კრებული; გ. გეგეჭკორთან ერთად თარგმნა ჰ. მელვილის "მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი"; მისი პოეზია რეფორმატორული და ექსპერიმენტული ხასიათისაა; ტრადიციულისა და ნოვატორულის შერწყმა, ეროვნული ინტერესებით გამსჭვალვა, ვერსიფიკაციული სიახლეები მის ლექსსა და ესესაც დიდ მნიშვნელობას სძენს; ესეისტი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.977; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.41 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |