The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტარიელ ჭანტურია

ტარიელ ჭანტურია
დაბადების თარიღი:11 ივლისი, 1932  (91 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სუფსა, დღევანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალ "ცისკრის" რედაქციაში, გამომცემლობა "მერანსა" და "ნაკადულში", საქართვეოს მხატვრული თარგმანის სარედაქციო კოლეგიაში, მწერალთა კავშირში ლიტერატურულ კონსულტანტად; 1994 წლიდან ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა; პირველი ლექსი "ნადირობა" გამოაქვეყნა 1951 წელს ჟურნალ "დროშაში", პირველი კრებული "ლტოლვა" გამოვიდა 1964 წელს; მთავარი პოეტური კრებულებია: "საქანელა", "დასასრული", "გაღმა ნაპირი", "თაფლობის საუკუნე", "სტრესები და სიტყვები", "სიყვარული-რეფრენი", "რჩეული", "მწერლის წითელი წიგნი", "გული მარჯვნივ", "ახალი მთვარე", "ორტომეული", "კოლხური კაპრიჩიო" და სხვა; გამოცემული აქვს წერილებისა და ესეების სამი წიგნი ("ყულაბა სავსე ოცნებით", "დინოზავრიდან დიზაინამდე", "გაყიდე სამოსელი და იყიდე მახვილი"), აგრეთვე საყმაწვილო ლექსების რამდენიმე კრებული; გ. გეგეჭკორთან ერთად თარგმნა ჰ. მელვილის "მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი"; მისი პოეზია რეფორმატორული და ექსპერიმენტული ხასიათისაა; ტრადიციულისა და ნოვატორულის შერწყმა, ეროვნული ინტერესებით გამსჭვალვა, ვერსიფიკაციული სიახლეები მის ლექსსა და ესესაც დიდ მნიშვნელობას სძენს; ესეისტი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.977; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.41

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გელათის აკადემია, წევრი
  • საქართველოს ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტი, თავჯდომარის მოადგილე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2022 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2016 - ლიტერატურული პრემია "საბა"
    ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
  • 2004 - პრემია "საგურამო"
  • 1992 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1977 - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: