The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი ჩხენკელი

აკაკი ჩხენკელი
დაბადების თარიღი:19 მაისი, 1874
გარდაცვ. თარიღი:5 იანვარი, 1959  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის ქართველთა სასაფლაო, პარიზი
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკური ლიდერი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ოქუმი (სამურზაყანო).

1912 წელს აირჩიეს რუსეთის იმპერიის IV დეპუტატად ბათუმისა და ყარსის ოლქებიდან და სოხუმის ოკრუგიდან; შედიოდა სათათბიროს სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში; ერთ-ერთი პირველი ქართველი მენშევიკია, რომელიც გამოდიოდა ეროვნულ-კულტურულ ავტონომიის მოთხოვნით; 1914 წელს მონაწილეობდა ბრიუსელის თათბირში, რომელიც მოიწვია საერთაშორისო სოციალ-დემოკრატიულმა ბიურომ; 1917 წელს დროებით მთავრობის წარმომადგენელი იყო ამიერკავკასიაში, ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის მეთაურის სახით; 1917-1918წწ. იყო ამიერკავკასიის კომისარიატის შინაგან საქმეთა მინისტრი; 1918 წლის აპრილში - ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მეთაური; 1918-1921წწ. - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი; 1921 წლის იანვრიდან საქართველოს დესპანი საფრანგეთში, იმავე წლიდან ემიგრაციაში წავიდა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-1921)
  • საქართველოს ეროვნული საბჭოს და მისი აღმასკომი, წევრი (1917-1918)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი

გააზიარე: