The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბენია ჩხიკვიშვილი

ბენია ჩხიკვიშვილი
Legal name:ბენიამინ ჩხიკვიშვილი
Date of birth:15 January, 1880
Date of death:1924  (at 43 years)
Category:Public official, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი საყვავისტყე, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა ჩოხატაურის ერთკლასიანი სასწავლებელი.

აქტიურად იყო ჩართული მეოცე საუკუნის დასაწყისის სოციალურ-დემოკრატიულ მოძრაობაში; 1905 წელს იყო გურიაში მიმდინარე რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი; ნესტორ კალანდარიშვილთან ერთად უძღვებოდა ნასაკირალის ბრძოლას; გურიის რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ იყო მისი მმართველი. ჰქონდა დიდი გავლენა. მის განკარგულებაში იყო საგანგებო მატარებელი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ბათუმიდან და სამტრედიიდან აგზავნინდნენ გურიაში; დადიოდა დაცვით, ფლობდა ორატორულ ნიჭს; მისი თაოსნობით 1905 წელს დაშლილ იქნა ოზურგეთის საქალაქო საბჭო და მოწვეულ იქნა "გურიის დროებითი პარლამენტი", რომლის თავმჯდომარის არჩევნებში ჩხიკვიშვილმა 970 ხმიდან მიიღო 958 ხმა. მას უწოდებდნენ გურიის პრეზიდენტს და გურიის მეფესაც; რევოლუციის დამარცხების შემდეგ იგი გურიიდან გაიქცა; 1908 წელს ოდესაში გამართულ სასამართლო პროცესზე მას ოთხი წელი კატორღა მიუსაჯეს; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დროს, 1919-1920წწ. ეკავა თბილისის მერის თანამდებობა; 1920 წელს იყო ქუთაისის, შემდეგ კი ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორი, ამ თანამდებობაზეც დარჩა მთავრობის ემიგრაციაში წასვლამდე; 1921 წლის მარტში დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ; 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იგი მენშევიკური მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ემიგრაციაში, საფრანგეთში წავიდა; იყო ლევილ-სიურ-ორჟის, საქართველოს დევნილი მთავრობის ადგილსამყოფელი სოფლის მეპატრონე; 1924 წლის მაისში დაბრუნდა საქართველოში, რათა მონაწილეობა მიეღო 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში; ის 25 ივლისს დააპატიმრეს აჯანყების სხვა მეთაურებთან ერთად. დაპატიმრებულები დახვრიტეს რუსეთის ტერიტორიაზე.

Member of Organizations

  • თბილისის მერი (1919-1920)
  • საქართველოს დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-1921)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი

Share: