Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კვირიკე III![]()
Biographyკახეთ-ჰერეთის მეფე 1010-1037 წლებში. მისი მმართველობის დროს სამეფომ სახელმწიფოებრივ, ადმინისტრაციულ და სამხედრო ძლიერებას მიაღწია. კვირიკე III-მ გააერთიანა კახეთ-ჰერეთი და მიიღო მეფის ტიტული. სამეფო დაყო ადმინისტრაციულ ერთეულებად - 7 საერისთავოდ (რუსთავის, კვეტერის, პანკისის, ხორნაბუჯის, ვეჯინის, მაჭის და შტორის). სამეფოს დედაქალაქი გახდა თელავი. დაახლოებით 1027-1032წწ. კვირიკე III-ის ინიციატივით მოეწყო კოალიციური ლაშქრობა განძის ამირა ფადლონის წინააღმდეგ. მონაწილეობდნენ ქართლის ფეოდალები ლიპარიტ ბაღვაში და ივანე აბაზასძე, თბილისის ამირა ჯაფარი და სომეხთა მეფე დავითი. მდინარე ეკლეცზე საქართველოს ლაშქარმა ფადლონი დაამარცხა. დაახლოებით ამავე წლებში კვირიკე III-მ სძლია ოსთა მეფე ურდურეს, ბრძოლაში ურდურე მოკლეს. 1037 წელს კვირიკე III მონაწილეობდა ლიპარიტ ბაღვაშის მიერ თბილისის ამირის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში. თბილისის ხანგრძლივი ალყის დროს კვირიკე III მოუკლავს ოს მონას "სისხლისათვის ოვსთა მეფისა ურდურესი" (ვახუშტი ბატონიშვილი). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 499; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 11-12
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |