The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით კვიცარიძე

დავით კვიცარიძე
Date of birth:2 May, 1920
Date of death:1998  (at 77 years)
Burial location:მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, ქ. ქუთაისი
Category:Playwright, Writer, Poet, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დიდი სამამულო ომის მონაწილე; 1941-1943 წლებში იყო ბელორუსიაში მოქმედი ერთ-ერთი პარტიზანული რაზმის დაზვერვის უფროსი და რაზმის მეთაურის მოადგილე. 1943 წელს, ბრძოლაში მიღებული მძიმე ჭრილობის შედეგად დაბრუნდა სამშობლოში. 1957-1989 წლებში იყო საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების პასუხისმგებელი მდივანი. მისი პირველი ლექსი 1947 წელს გამოაქვეყნა, პირველი პროზაული წიგნი (მოთხრობა პარტინაზებზე) "ორდიშევის ტყეში" 1957 წელს; ლექსების პირველი კრებული "გზა" 1959 წელს გამოსცა. ავტორია ლექსისა "ქუთაისი", რომელზეც შექმნილია კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილის პოპულარული სიმღერა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ბელორუსულ, სომხურ, ოსურ, აფხაზურ და პოლონურ ენებზე.  

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 500-501; წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 189; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.248

Member of Organizations

  • საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილება, პასუხისმგებელი მდივანი (1957-)
  • სკპპ, წევრი (1953-)

Awards and Honors

  • 1995 - ღირსების ორდენი
    ქართული ლიტერატურის განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაეწობისათვის
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

Bibliography


Share: