The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინე ხვიტია

დაბადების თარიღი:28 ივნისი, 1947  (77 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1970 წელს(საფორტეპიანო), მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტურა 1974 წელს.

1972 წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი; 1983 წლიდან ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(ფორტეპიანო); ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას; 1990–იანი წლებიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ–ში; რეპერტუარი, კონცერტები: ბეთჰოვენი N4, რახმანინოვი N2; პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 583

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1977 - პოპოვას სახელობის კონკურსი, დიპლომი და ოქროს მედალი (ბულგარეთი)
  • 1967 - ჟ. ტიბოს და მ. ლონგის სახელობის კონკურსი, III პრემია (პარიზი)
  • 1967 - ბედრჟიხ სმეტანას სახელობის კონკურსი, II პრემია (ჩეხეთი)

გააზიარე: