შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანატოლი კიზირია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნოსირი, სენაკის რაიონი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი 1913 წელს და პეტროვსკოე-რაზუმოვსკის სასოფლო-სამეურნეო აკადემია 1916 წელს. მუშაობდა თბილისის მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატში 1918-1920 და 1923-1936 წლებში, სენაკის მაზრის რევკომში; 1932-1938წწ. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის კათედრის გამგედ; 1938-1971წწ. საქართველოს ზოოვეტერინალური სასწავლო-საკვლევი ინსტიტუტის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის კათედრის გამგედ; 1973-1976წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის ინსტიტუტში კონსულტანტად. სამეცნიერო შრომები ეძღვნება სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის აქტუალურ საკითხებს და სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიურ პროცესებში გათხევადებული აირების გამოყენებას. ქართველი მეცნიერი სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგში, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1948). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 511-512; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 21-22 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |