Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა ძე ართავაჩოსძისა![]()
BiographyXII საუკუნის II ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოს დიდებული. სახელის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ეკუთვნოდა ჰერეთის დიდ ფეოდალთა გრიგოლისძეთა საგვარეულოს, რომლიც წარმომადგენლები: ასათ, გრიგოლ, შოთა კუპრი ჰერეთის ერისთავები იყვნენ XII-XIII საუკუნეებში. მოსაზრება, რომ შოთა იყო ჰერეთის ბაგრატიონი (პ. ინგოროყვა), არ არის გაზიარებული ქართულ ისტორიოგრაფიაში. აღმოსავლეთ საქართველოს სხვა დიდებულებთან ერთად შოთამ მონაწილეობა მიიღო დემნა უფლისწულისა და ორბელთა აჯანყებაში (1177-1178) გიორგი III-ის წინაღმდეგ. აჯანყების დამარცხების შემდეგ ის აღარ იხსენიება წყაროებში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.16
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |