Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გია ხინთიბიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი 1969 წელს (სავიოლინო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1975 წელს; მოსკოვის გნესინების სახელობის მუსიკალური ინსტიტუტის ასპირანტურა 1981 წელს (კვარტეტისა და კამერული ანსამბლის კლასი). 1979 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის, 1980 წლიდან საქართველოს რადიოკომიტეტის კვარტეტის წევრი; 1993 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს საფრანგეთში; 1993–1996წწ. საქტელერადიო კვარტეტი ახალი შემადგენლობით მოღვაწეობდა საფრანგეთში, სახელწოდებით "სიმებიანი კვარტეტი თბილისიდან" (I ვიოლინო – გ. მელიქიშვილი, II ვიოლინო – გ. ხინთიბიძე, ალტი – ა. ხარაძე, ვიოლონჩელო – რ. მაჩაბელი); ქართული რეპერტუარი: ვ. აზარაშვილი დუეტი ორი ვიოლინოსათვის (პირველი შესრულება ს. გონაშვილთან ერთად), კ. ცაბაძე სიმებიანი კვარტეტი (1988, პირველი შესრულება), სიმებიანი კვარტეტი N1 (1988, პირველი შესრულება), მ. ოძელი N1 კვარტეტი (1985, პირველი შესრულება), ა. ბალანჩივაძე სიმებიანი კვარტეტი N1 (1989, პირველი შესრულება), ნ. გუდიაშვილი სიმებიანი კვარტეტი და კვინტეტი (გამოიცა დისკი), ა. შავერზაშვილი "ჩეხური კვარტეტი" და კვარტეტი ბარიტონთან ერთად (1980, პირველი შესრულება, სოლისტი ე. გეწაძე), ს. ცინცაძე კვარტეტი N11 (1989, პირველი შესრულება, მიძღვნილი საქტელერადიო კვარტეტისადმი), ბ. ტუღუში კვარტეტი N2 (1990), ვ. აზარაშვილი საკვარტეტო მინიატურა "მშობლიუირი მხარის ექო" (1990); სხვა რეპერტუარი: ჰაიდნი, მოცარტი, ბეთჰოვენი, შუბერტი, შუმანი, ბრამსი, ბარტოკი, პროკოფიევი, შოსტაკოვიჩი კვარტეტი N9(1980); გასტორლები: გერმანია, დანია, იტალია. არის სიმებიანი კვარტეტის საკავშირო კონკურსის I პრემიის (მოსკოვი, 1979), სიმებიანი კვარტეტის კონკურსის გრან–პრის (ევიანი, საფრანგეთი, 1980), დიმიტრი შოსტაკოვიჩის სახელობის I საერთაშორისო სიმებიანი კვარტეტის კონკურსის I პრემიისა და ოქროს მედალის (ლენინგრადი, 1987) მფლობელი. მევიოლინე, კვარტეტისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 584; youtube.com Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |