Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვასილ ხმალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის მუსიკალური სასწავლებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1927 წელს(იურიდიული), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1931 წელს(ვოკალური). 1924 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის პირველი სტიპენდიანტი; მღეროდა კ. მაღრაძის გუნდში; 1932–1934წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; დებიუტი: ჟერმონი(ვერდი "ტრავიატა", 1932, თბილისის ოპერის სცენაზე); ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას; 1930–1942წწ. თბილისის II მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი; 1936 წლიდან თბილისის საოპერო სტუდიის ხელმძღვანელი; 1934 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1942–1949წწ. ვოკალური კათედრის გამგე, დეკანი, 1939–1955წწ. პრორექტორი, 1941 წლიდან დოცენტი, 1946 წლიდან პროფესორი; მოწაფეები: შ. თაბუკაშვილი, თ. მერკვილაძე, ო. ბახტაძე, დ. ჯიტავა, შ. მეძველია, ვ. კიკნაძე, გ. ზედგენიძე, გ. წულუკიძე, ნ. მეძმარიაშვილი, ე. პოიმანოვი, ნ. ოვანესიანი, ა. მილოვანოვი, მ. ხატელიშვილი; საოპერო მომღერალი, ბარიტონი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 585 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |