Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ხოზაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1995 წელს. 1995–1996წწ. სტაჟირება გაიარა სანკტ–პეტერბურგის კონსერვატორიაში, პედაგოგი ნ. დოლგუშინი; სცენურ ოსტატობას სრულყოფდა ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, პედაგოგები: ლ. მითაიშვილი, მ. ალექსიძე, ი. ჯანდიერი, ნ. მაღალაშვილი; 1997 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი, პარალელურად 2000–2001წწ. ბერლინის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 2001–2002წწ. თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი(კლასიკური ცეკვა); ქართული რეპერტუარი: მამია(დ. თორაძე "გორდა"), თეზევსი(გ. ყანჩელი–ალექსიძე "ფედრა"); სხვა რეპერტუარი: ზიგფრიდი, როტბარი, პრინცი(ჩაიკოვსკი "გედების ტბა", "მაკნატუნა"), ბაზილი, ესპადა, სოლორი(მინკუსი "დონ კიხოტი", "ბაიადერა"), ალბერტი(ადანი "ჟიზელი"), ფრონდოზო(კრეინი "ლაურენსია"), კოლენი(ჰერტელი "ამაო სიფრთხილე"), მერკუციო, რომეო, ტიბალტი(პროკოფიევი "რომეო და ჯულიეტა"), გიქო(ხაჩატურიანი "გაიანე"), კავალერი("ტანგო"), სოლო(ი. შტრაუსი–კოილე "გაზაფხულის ხმები"), ლომი, სინაგოგის მოწაფე(რატმანსკი "სიზმრები იაპონიაზე", "ლეა"), სოლო(ბიზე–რატმანსკი "ვარიაცია"), ბოშა(ბონერი "ორი მტრედი"), მთავარი პარტია(მენდელსონი–მაკინტაიერი "ზაფხულის ღამის სიზმარი"), მთავარი პარტია(უელში "გრეინი"), პა–დე–დე(ბურნონვილის ბალეტები), სოლო(ლ. გოშტალკი "ტარანტელა"), დუეტი(სტრავინსკი–გოშტალკი "დუო–კონცერტანტე"), სოლო("საგალობელი"), მთავარი პარტია("ბუგაკუ"), ჯეიმსი(ტალონი "სილფიდა"), სოლო("სიმფონიური ცეკვები"), სოლო("დრამატული ცეკვები"), ყმაწვილი("ექსცენტრიული დუეტი"), აგამემნონი("ლულუ–სიუიტა"), სოლო("ვესტერნ–სიმფონია"), სოლო("ცასა და დედამიწას შორის"); გასტროლები: ედინბურგი, საფრანგეთი, ესპანეთი, იაპონია, აშშ, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი(თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასთან ერთად); ამჟამად მოღვაწეობს სამსუნის(თურქეთი) სახელმწიფო საბალეტო დასში; ბალეტის მოცეკვავე ლაშა ხოზაშვილის ძმა. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 585
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |