The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ ხორავა

დაბადების თარიღი:15 დეკემბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:25 მარტი, 1996  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის "ნიჭიერთა ათწლედი" 1949 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1967 წელს.

1945 წელს იყო საქალაქო ანსამბლის წევრი(ხელმძღვანელი მ. ხავთასი); 1952 წლიდან წისქვილკომბინატის ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი; 1971 წელს დააარსა ქალთა ვოკალური ანსამბლი "შოუ–ნანა"; 1975 წლიდან იყო ფოთის მუსიკალური სკოლის დირექტორი და მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარე; 40 წლის მანძილზე შეკრიბა, გაშიფრა და დაამუშავა 100 მეგრული სიმღერა, 2000 წელს სანოტო კრებული გამოიცა; არჩილ ხორავას სახელი მიენიჭა ფოთის N1 მუსიკალურ სკოლას(შემდგომ სახელოვნებო სასწავლებელი); ლოტბარი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 586

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - ბავშვთა I რესპუბლიკური ოლიმპიადა, ლაურეატი

გააზიარე: