შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამ ხოფერია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ონოღია, მარტვილის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1935 წელს. 1934–1935წწ. იყო რადიოსტუდიის მომღერალი; 1936–1937წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სტაჟიორი და საესტრადო მოძრავი თეატრის მსახიობი; 1946 წლიდან თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის სოლისტი; მიიჩნეოდა კლასიკური ოპერეტის საუკეთესო შემსრულებლად; ქართული რეპერტუარი: ნათელა, დარეჯანი (ა. კერესელიძე "ნათელა", "თბილისის ცის ქვეშ"), მარინე, გულქანა (ვ. ცაგარეიშვილი "არსენა", "სოფლის საამო საღამოები"), ნინო (გ. ცაბაძე "ჩვენი ნაცნობები"), ლილი (ნ. გუდიაშვილი "შეხვედრა აგარაკზე"), გულნაზი (შ. მილორავა "ერთხელ გაზაფხულზე"), კატინო(შ. აზმაიფარაშვილი "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"); სხვა რეპერტუარი, ოპერები: გრაფინია (მოცარტი "ფიგაროს ქორწინება"), ტატიანა (ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი"), ოპერეტები: მარიცა, ბაიადერა (კალმანი "მარიცა", "ბაიადერა"), როზმარი(შტოტგარდი "როზმარი"), ქვრივი(ლეგარი "მხიარული ქვრივი"), ვასილინა(მილუტინი "ტრემბიტა"), გიუზელი (ალექსანდროვი "ჩემი გიუზელი"). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 587; საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.83; მარო ხოფერია : მომღერლის გახსენება, ცხოვრება და მოღვაწეობა / თამარ სვანი // თეატრი და ცხოვრება. -თბილისი,1993. - N2. - გვ.40-43 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |